პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭება მინისტრის ბრძანებით - დოკუმენტი
05-11-2022

პედაგოგები, პროფესიული წინსვლით გათვალისწინებული სტატუსების მისაღებად საკმაოდ რთულ გზას გადიან: აბარებენ გამოცდებს, ქმნიან პორტფოლიოს, გადიან 60-კრედიტიან პროგრამას... ერთი სიტყვით, სასურველ სტატუსამდე მისასვლელი გზა ვრცელია, თუმცა პერიოდულად ვრცელდება ინფორმაციები, რომ განათლების მინისტრის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე, მასწავლებლების ნაწილს ესა თუ ის სტატუსი მიენიჭა. როგორ ხდება? - საკითხს დოკუმენტი არეგულირებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესახებ.

ბრძანებაში გაწერილია, როგორ შეუძლია განათლების მინისტრს პედაგოგისთვის ამა თუ იმ სტატუსის მინიჭება:

სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ, ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203