აკურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
16-04-2018
აკურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. 

ღნისძიებას ორგანიზება სკოლის დაწყებითი განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის და ესთეტიკური აღზრდის კათედრების წევრებმა - ლალი დეკანოზიშვილმა, ნინო ნარეკლიშვილმა, მანანა ქევხიშვილმა, ლალი ლაღიაშვილმა, ეკატერინე წითელაურმა და იზა ლამაზოშვილმა გაუწიეს. 

სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს, ხალხურ საკრავებზე დაუკრეს და იცეკვეს. 

მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი გამოუშვეს. 

სკოლის დირექცია ღონისძიების ორგანიზატორებსა და მოსწავლეებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას უხდის. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203