გაიცანით სიონის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები
16-04-2018
სიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ოლიმპიადასა და სპორტულ შეჯიბრებებში.   

სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა  ქავთარაძე ოქროს სერტიფიკატის მფლობელი გახდა. 

მხატვრული წერის ოლიმპიადაში - „სენტენცია“ მან წარმატებას უკვე არაერთხელ მიაღწია. 

ანას კონკურსმა დიდი გამოცდილება შესძინა და კვლავ აქტიურად აპირებს მონაწილეობას. 

აღსანიშნავია სიონის საჯარო სკოლის სპორტული მიღწევები. 

რეგიონული მასშტაბით ჩატარებულ სასკოლო მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში მეორე წელია პირველობას არავის უთმობს სიონის საჯარო სკოლის გუნდი. 

მაგიდის  ჩოგბურთში გამარჯვება  მათ  ჯერ  რაიონში, შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში  მოიპოვეს და ახლა აქტიურად  ემზადებიან ფინალისთვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203