გამოწვევები, რომელიც განათლების ყველა საფეხურზეა მასწავლებელთა კომპეტენაციას და სწავლების ხარისხთანაა დაკავშირებული. როგორც „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების“ დოკუმენტშია აღნიშნული მასწავლებლის კარიერა ნაკლებად მიმზიდველია.
ამასთან, მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხისა და რელევანტურობის კუთხით არსებული გამოწვევები დაკავშირებულია სწავლების ხარისხსა და მასწავლებელთა კომპეტენციებთან.
„2021 წლის მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 9477 მასწავლებლიდან ნახევარზე მეტმა ვერ გადალახა შესაბამისი საგნის გამოცდაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ამის გარდა, მასწავლებლობა ჯერ კიდევ რჩება არამიმზიდველ პროფესიად, რაზეც მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა შორის მაღალია დაბალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების წილი, რომლებმაც ასევე დაბალი შედეგები აჩვენეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მასწავლებლის კარიერა ნაკლებად მიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც“, - აღნიშნულია დოკუმენტში.