შეუბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“ მიუძღვნეს.
ღონისძიების წამყვანებმა - ელენე ლობჯანიძემ და ნინო ჩიკვილაძემ, ღონისძიება ისტორიული მიმოხილვით გახსნეს და მოსწავლეებს 14 აპილის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს.
პირველკლასელები კი ერთმანეთს კალიგრაფიაში შეეჯიბრნენ.
მოსწავლეებმა ასევე საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები