10-დან ერთ მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა - საქართველოს მთავრობა
11-11-2022

საქართველოს სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ახლახან დამტკიცდა, საუბარია განათლების მიმართულებით გასატარებელ ცვლილებებზე და ასევე იმაზე, თუ რა გამოწვევებია აღნიშნულ სფეროში.

ერთ-ერთი მათგანი ეხება პედაგოგთა გამოცდას და იმ შედეგებს, რომლებიც ტესტირებაზე აჩვენეს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა:

„სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ და შეაფასონ თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებები სკოლის მართვის, ასევე პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ მასწავლებელთა უმრავლესობა არ ფლობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებისა და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებულ შესაბამის კომპეტენციებს, რადგან ათიდან მხოლოდ ერთ მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა მინიმალური გამსვლელი ქულით“ - ნათქვამია მთავრობის დოკუმენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203