„დაიგეგმება ტრენინგები, სემინარები, კონკურსები და საინფორმაციო შეხვედრები“
08-11-2022
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ორგანიზაციას –„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს. 

„მემორანდუმი სკოლებსა და თემში გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაციის გზით მიზნად ისახავს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო აქტივობების განხორციელებისა და შესაბამისი რესურსების შექმნის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიურ საკითხების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის – „ეკოსკოლების“ სკოლებში დანერგვისა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომზადებული საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, დაიგეგმება ერთობლივი ტრენინგები, სემინარები, კონკურსები და საინფორმაციო შეხვედრები“, - აღნშნულია გავრცლებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203