ცინარეთის საჯარო სკოლაში წყლის თვისებებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს
16-04-2018
ცინარეთის საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პედაგოგმა მადონა კეჟერაძემ ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა „წყალი სიცოცხლეა“ იყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა, მასწავლებლის მეთვალყურეობით, ექსპერიმენტები და ცდები ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ჩატარებული აქტივობები პრეზენტაციის სახით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარუდგინეს. 

პრეზენტატორებმა ისაუბრეს წყლის მნიშვნელობასა და როლზე ბუნებაში, უპასუხეს დასმულ კითხვებს და იმსჯელეს დამსწრე საზოგოადებასთან ერთად. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203