მცხეთის N2 საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის მორიგი გაკვეთილი ჩატარდა.
ამჯერად გაკვეთილის თემა „ძალადობა ოჯახში“ იყო.
გაკვეთილს პედაგოგი ანა იმერლიშვილი და სამართალდამცავი დიანა დემეტრაშვილი უძღვებოდნენ.
მოსწავლეებმა იმსჯელეს კონფლიქტებზე ოჯახში, კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე, შედეგებსა და სტატისტიკაზე.
სამართალდამცავმა მათ განუმარტა, თუ როგორ უნდა მოხდეს ოჯახური კონფლიქტების სამართლებრივი რეგულირება და დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა.
იხილეთ ფოტოები