აპლიკანტებს, რომლებმაც მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის შედეგი გაასაჩივრეს და ქულა შეეცვალათ აპელაციის თანხა უნდა დაუბრუნდეთ. როგორც გამოცდაზე გასული პირები ამბობენ მათ თანხა ჯერ კიდევ არ დარიცხვიათ, აღნიშნულის გადასამოწმებლად და თანხის დაბრუნების ბოლო ვადის გასაგებად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით. როგორც გამოცდების ცენტრმა
etaloni.ge-ს განუცხადა, თანხის დაბრუნების ბოლო ვადა 10 ნოემბერია. შესაბამისად ყველა აპლიკანტს, რომელსაც აპელაციის ქულა შეეცვალა, მოემატა ან დააკლდა თანხა მაქსიმუმ 10 ნოემბერს უნდა ჩაერიცხოს.
შეგახსენებთ, რომ როგორც ეტალონი უკვე წერდა, 2022 წლის მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის 29 848 ათასი ნაშრომიდან, 6184 - გასაჩივრდა
. ქულა 6184 ნაშრომიდან
2879 ნაშრომს შეეცვალა, საიდანაც ქულა მოემატა 2682 ნაშრომს, ხოლო დააკლდა - 197-ს. შესაბამისად აპელაციაში გადახდილი 50 ლარი 52879 აპლიკანტს დაუბრუნდება.
მასწავლებლებმა 6184 ნაშრომი გაასაჩივრეს - ქულა 2682-ს მოემატა და 197-ს დააკლდა- აპელაციის სტატისტიკა