ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ
16-04-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და იუბილეებს ყოველთვის ზეიმით აღნიშნავენ. 

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილიას ტბის ამფითეატრში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და იმღერეს (მასწავლებელი: მაია ოთიაშვილი). 

დაუნის საერთაშორისო დღე სკოლაში პრეზენტაციებითა და პოსტერებით აღინიშნა. ღონისძიებას სპეციალური მასწავლებლები თამარ ზურიაშვილი, ირინა დათუკიშვილი და თამარ ფეიქრიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

საინტერესოდ ჩაიარა ღონისძიებამ, რომელიც ტყის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა (მასწავლებელი: ირინა დათუკიშვილი). 

ფიროსმანელების 20 წლის იუბილესთან დაკავაშირებით მოსწავლეებმა გამოფენა გამართეს. გამოფენაში IV, VI, VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (მასწავლებელი: იზოლდა იოსებიანი). 

„ტუბერკულოზი განკურნებადია“ - ამ სახელით გაიმართა ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი ღონისძიება ირინა დათუკიშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა დაავადებისა და მისი განკურნების გზებზე ისაუბრეს. 

იხილეთ ვიდეოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203