ზვარეს საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას ქართული სულის ზეიმი უწოდეს
16-04-2018
ზვარეს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა 14 აპრილის დედა ენის დღედ დაწესების ისტორიაზე ისაუბრეს, დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება პატრიოტული მოტივებით იყო დახუნძლული.

„ზვარეს საჯარო სკოლაში ქართული სულის ზეიმი იყო. ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩება დამსწრე საზოგადოების მეხსიერებაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203