ხოფურის საჯარო სკოლაში ღონისძიება კონკურსის სახით ჩატარდა
16-04-2018
ხოფურის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ 14 აპრილის-დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება კონკურსის სახით ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნომინაცია. ჟიურიმ შეარჩია საუკეთესო ნომრები, რომლებიც სკოლის დირექტორმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა.