საგაკვეთილო ბადე ბაზაში ადმინისტრაციამ მყისიერად უნდა ასახოს - ვადა 10 რიცხვამდე გაქვთ
08-11-2022

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსის ადმინსიტრაციისთვის ინფორმაციას ავრცელებს:

„სკოლებში, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო (მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და სხვ.), სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა და მოხდა მისი შაბათ დღეებზე გადანაწილება, სკოლის ადმინისტრაციამ, მყისიერად უნდა მოახდინოს eSchool-ის ბაზაში შესაბამისი საგაკვეთილო ბადის ასახვა.

შენიშვნა: საგაკვეთილო ბადე შეგიძლიათ შეიტანოთ „ისქულში“ კონკრეტული თვის (ანუ როცა შეგაქვთ) 10 რიცხვამდე მხოლოდ.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ აღსადგენი გაქვთ დღეები გთხოვთ დროულად იზრუნოთ ისქულში მონაცემების ასახვაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203