შაუმიანის N1, N2, N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმს ესტუმრნენ
16-04-2018
დაბა შაუმიანის N1, N2, N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დედა ენის კვირეულის ფარგლებში წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს გიდობა მუზეუმის დირექტორმა, ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ წულეისკირის შვილიშვილმა გაუწია. 

სკოლის აღსაზრდელებმა წერაქვში  უძველესი სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნის  კულტურის ძეგლი დაათვალიერეს.

დღის ბოლოს, კი მოსწავლეებმა მუზეუმის ეზოში მოწყობილი ამფითეატრის სცენაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ექსკურსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  პროგრამის - „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება" კონსულტანტ–მასწავლებლის მადონა ესაკიას ინიციატივით მოეწყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203