ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს
16-04-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში 14 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
 
მასწავლებლებმა კლასის საათები ჩაატარეს, სადაც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს.  

მოსწავლეებმა საინფორმაციო ბროშურები დაამზადეს, რომელიც ქალაქში დაარიგეს.  

ასევე შექმნეს კედლის გაზეთები და სკოლაში გააკრეს.  

ღონისძიებებში მთელი სკოლა იყო ჩართული.  

იხილეთ ფოტოები  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203