ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში „ერეკლე მეფე და ინგლო ქალი“ დადგეს
16-04-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
VI კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და სცენაზე იაკობ გოგებაშვილის „ერეკლე მეფე და ინგლო ქალის“ გმირები გააცოცხლეს.
ღონისძიებას პედაგოგი ანა ჩხეტია ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნაწარმოების გმირები ხალისით და ოსტატურად განასახიერეს.