გამოწვევად რჩევა კურსდამთავრებულების დასაქმება - მთავრობა
16-11-2022
მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში“ საუბარია, პროფესიული განათლების სექტორში არსებულ გამოწვევებზე. როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, პრობლემაა პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების დასაქმება, ინფორმირებულობა და პოპულარულობა. 

„გამოწვევად რჩება პროფესიული განათლების სექტორის მცირე ზომა და მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი. 2020 წლის მაჩვენებლის მიხედვით, 15-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 3.5% იყო ჩართული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა 25 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში. მცირე მასშტაბი უკავშირდება ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიურობას, არსებულ გეოგრაფიულ, ფინანსურ, ინფორმაციულ ბარიერებს, დაბალ იმიჯს, საგანმანათლებლო ქსელის ნაკლებ შესაძლებლობას, განსაკუთრებით, რეგიონებში და მხარდამჭერი სერვისების ნაკლებ განვითარებას. 

პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების შრომის ბაზარზე გადასვლა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, შესაბამისობა შრომის ბაზრის საჭიროებებთან, ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, საკვანძო კომპეტენციების განვითარება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203