ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მორიგი სხდომა 15 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც 4 სკოლის საკითხი განიხილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით განიხილება 3 სკოლის ავტორიზაციის და ერთი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი.
გაეცანით დღის წესრიგს:
1. სსიპ- ქალაქ თბილისის N220 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა;
2. ა(ა)იპ- ორ ავნერ და ჰანა-ს ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3. შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
4. ა(ა)იპ-ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა - გიმნაზიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, "Zoom"-ის პლატფორმის გამოყენებით.
წარმოგიდგენთ ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/82808769379?pwd=cWdlZzFwcmNidkwrQ3ZuaHByenZXQT09
Meeting ID: 828 0876 9379
Passcode: 131047