ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისადმი სიყვარული გამოხატეს
16-04-2018
ჩიბათის საჯარო სკოლის მეორე კლასის დამრიგებელმა ნონა ლომაძემ დედა ენის დღესთან დაკავშირებით კლასის საათი - ,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ“ ჩაატარა.

პედაგოგი აღსაზრდელებს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა კი დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო ქართული ენისადმი სიყვარულის და პატივისცემის გამოხატვა.

„ქართული ანბანი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ვერცერთი სხვა ანბანი ქართულს ვერ შეედრება“,- ფიქრობენ მეორეკლასელები. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203