ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიება დაწყებითი კათედრის მასწავლებლების ორგანიზებით გაიმართა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სცენაზე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები