ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
16-04-2018
ყვარლის, ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართველი მწერლების ციტატებით ქართულ ენას ხოტბა შეასხეს. ღონისძიების შემდეგ კი მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს, სადაც მათ პედაგოგი დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და თემატური ლიტერატურა შესთავაზა. 

მოზარდებმა ასევე კედლის გაზეთები გააკეთეს. 
 
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203