შეცვლილი ტესტის ნიმუშები 2023 წლის აბიტურიენტებისთვის
12-11-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში დაგეგმილი ცვლილებები უკვე გააცნო. როგორც ცნობილი გახდა, სიახლეები ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტში შევიდა.

ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა განახლებული ტესტების ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები;

იხილეთ: მათემატიკის ტესტის ნიმუში

ინლისური ენა
მოსმენითი დავალება

რუსული ენა
მოსმენითი დავალება

ფრანგული ენა
მოსმენითი დავალება

გერმანული ენა
მოსმენითი დავალება

ისტორიის ტესტში შეცვლილი დავალების ნიმუში: 
 
1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის. 
 
(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.
 
იხილეთ მოცემული დავალების ქვეკითხვებთან დაკავშირებული თანდართული დაზუსტება-განმარტებები:
1. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება მიზეზის ტიპი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე. 
2. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება რა ტიპის შედეგზეა საუბარი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. არგუმენტირების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
4. არგუმენტირების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
5. ანალოგიის დამადასტურებელი მსჯელობის/ფაქტების დასახელების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. 

იხილეთ: უცხოური ენის მაქსიმალური ქულა 80-ის მაგივრად 70 იქნება - აბიტურიენტები „წერილს“ აღარ დაწერენ

მათემატიკაში მაქსიმალური ქულის აღება გართულდება, თუმცა ბარიერის გადალახვა გამარტივდება - ცვლილებებს  სპეციალისტი აფასებს

„ისტორიის ტესტის ცვლილებით, აბიტურიენტებს ეს „ბენეფიტები“ ექნებათ“...

ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203