შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები შეიტანა.
უცხოური ენის მაქსიმალური ქულების რადენობა 80-დან 70-მდე შემცირდა, თუმცა საინტერესო ისაა, შეიცვალა თუ არა საგამოცდო დრო.
როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისტორიაში საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება, აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო 3 საათი იქნება, აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ხოლო უცხოური ენის გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი, ამ მიმართულებით შარშანდელთან შედარებით, არაფერი შეცვლილა.
იხილეთ ასევე:
„ისტორიის ტესტის ცვლილებით, აბიტურიენტებს ეს „ბენეფიტები“ ექნებათ“...
მათემატიკაში მაქსიმალური ქულის აღება გართულდება, თუმცა ბარიერის გადალახვა გამარტივდება - ცვლილებებს სპეციალისტი აფასებს
უცხოური ენის მაქსიმალური ქულა 80-ის მაგივრად 70 იქნება - აბიტურიენტები „წერილს“ აღარ დაწერენ
ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო