განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მასწავლებელი ელექტრონულ ჟურნალში განმსაზღვრელ შეფასებას წერს მე-5 კლასის მე-2 სემესტრიდან, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კონკრეტული ტიპის დავალების შეფასებას გულისხმობს.
ელჟურნალი მშობელსა და მოსწავლეს ნიშნის მუდმივ მონიტორინგში უწევს დახმარებას, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ყოველდღიურ პროცესებს“.