თივის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანსა და „დედა ენას".
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი იყო.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა. იხილეთ ფოტოები