თაბაგრების საჯარო სკოლაში ტრადიციას არ ღალატობენ
16-04-2018

თაბაგრების საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„სკოლა ტრადიციულად აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო ენის დღეს, უმცროსკლასელი მოსწავლეები მცირე სპექტაკლის  წარმოდგენით  მოეფერნენ და პატივი მიაგეს მშობლიურ დედაენას, მაღალკლასელებმა კი საინტერესო პრეზენტაციები უჩვენეს დამსწრე საზოგადოებას. ასევე გამოფენილი იყო სხვადასხვა კლასის მიერ  დამზადებული რამდენიმე კედლის გაზეთი,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

სკოლაში არსებულმა ქართული ენისა და ლიტარატურის წრის მოსწავლეებმა კი მოწყვეს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ენის სიწმინდის შებღალვის საკითხებს შეეხებოდა (აბრებზე წარწერები, ბარბარიზმები, ჟარგონები და სხვა) ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ  გაიხსენეს ქართული ენის უნიკალური შესაძლებლობები.

,,ენა განძია ერისა“, რომელსაც ისევე უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, როგორც საკუთარ თავს, მოსწავლეებმა გულშიჩამწვდომი ფრაზები გააჟღერეს, რითაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს თითოეული ჩვენგანის როლზე, ქართული ენის  დაცვის საქმეში. გავუფრთხილდეთ ქართულ ენას! მოვუაროთ ქართულ ენას! გვიყვარდეს ქართული ენა!“ - დასძინეს თაბაგრების საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203