აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს
16-04-2018
აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების გამონათქვამები წაიკითხეს, ისაუბრეს 14 აპრილის „დედა ენის დღედ” გამოცხადების ისტორიაზე.

ღონისძიებას პედაგოგი მერი ჩიკვილაძე ხელმძღვანელობდა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203