სკოლა ,,მზექას“ დარბაზში ღონისძიება სახელწოდებით ,,მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას“, მიეძღვნა იაკობ გოგებაშილის დაბადების 176-ე და ,,დედა ენის“ 140-ე წლისთავს.
ღონისძიება გახსნა გოგებაშვილის სახელობის ორგზის მედლის მფობელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებულმა პედაგოგმა, ამავე სკოლის დირექტორმა, ბელა კაპანაძემ.
კვირეულისათვის სკოლის აღსაზრდელები მონდომებითა და ენთუზიაზმით ემზადებოდნენ. მათ წაიკითხეს ლექსები და პატარა ჩანახატები, რითაც კიდევ ერთხელ მოეფერნენ ,,ძია იაკობს“ და ,,დედა ენას“. ამის შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები.
საკონკურსო პირობების თანახმად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრირებული ალბომები და ხელისგულისოდენა წიგნები, ასევე ჰქონდათ ჩანახატები.
დაინტერესებულმა პედაგოგებმა საზოგადოებას საკუთარი პუბლიცისტური ნაშრომი, თემაზე ,,ჩვენი სარკმლიდან დანახული იაკობი და ,,დედა ენა“, გააცნეს.
წარმოდგენილმა ნამუშევრებმა მოსწავლეთა მშობლებისა და სხვა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.