,,დედა ენა“ ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია“, - ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
16-04-2018
ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნონა სვანიძის ხელმძღვანელობით დედა ენის კვირეული გახსნეს.
მეორეკლასელებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - ,,14 აპრილი ქართული ენის დღეა“ წარადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა „დედა ენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს ხოტბა შეასხეს.
„პატარებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ,,დედა ენა" ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია და ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ყველას ვაუწყოთ ჩვენს სიმდიდრესა და განძზე და რომ „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! იმოდენაა!'“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ასევე დედა ენის კვირეულის ფარგლებში სკოლაში VII კლასის მოსწავლეებმა პროექტი - ,,წაიკითხე წიგნი და გადმოეცი ემოცია“ განახორციელეს. VII კლასის ხელმძღვანელი ირა დვალიშვილია.
მოზარდებმა მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს და შთაბეჭდილება და ემოცია ერთმანეთს ბუნებაში გაუზიარეს.
სკოლის წარმომადგნელის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა იგეგმება.