ქართული ენის კვირეული სენაკის N1 საჯარო სკოლაში
16-04-2018
სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. 

ლიტერატურულ კომპოზიციას „ო, ენავ ჩემო“ მასწავლებელი მარიამ ლიფონავა უძღვებოდა. 

დაწყებითი და საბაზისო საფეხურის მოსწავლეებმა ასოები მხატვრულად გამოსახეს. 

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა სამეცნიერო კონფერენცია გამართეს, სადაც კოლხეთსა და ქართული ენის ისტორიაზე ისაუბრეს (მასწავლებელი: ნატო მორგოშია). მათ ასევე 14 აპრილის მოვლენები გაიხსენეს (მასწავლებელი: ნელი ბრეგვაძე). 

რუსუდან მალანიას ხელმძღვანელობით აქტივობა „ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“ ჩატარდა. 

ქართული ენის კვირეული სიმბოლურად პირველკლასელებმა დაასრულეს (მასწავლებლი: სალომე შურღაია). 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203