სორის საჯარო სკოლაში დედა ენას ღონისძიება მიუძღვნეს
16-04-2018
სორის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზეიმი დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნაიკო ციხისელმა გახსნა.

პედაგოგმა დედა ენის შექმნასა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ ისაუბრა. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და ,,ცეკვა ქართული" და ,,ცანგალა და გოგონა“ შეასრულეს.

სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენიდან - ,,მუქთამჭამელა“, „მტირალი ბავშვი“ და ,,ბერიკაცი და ნამყენი“ დადგეს.

მაყურებლის მხიარულება გამოიწვია სახალისო გამოცანებმა და შარადებმა. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა რუსუდან მეტრეველმა მოსწავლეებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203