ზარიძეების საჯარო სკოლაში მშობლიურ ენას უფრთხილდებიან
16-04-2018

ზარიძეების საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს და მშობლიური ენის შესახებ ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ენის სიწმინდის დაცვა მათი ვალია.

„ენა ერთ-ერთი ,,ღვთაებრივი საუნჯეა, მამა-პაპათაგან დარჩენილი“, რომელსაც მოვლა და პატრონობა სჭირდება და ეს ვალდებულება კარგად აქვთ გათავისებული მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

„თუ ჩვენს ენას თვით არ მოვუარეთ და პატივი არ დავდეთ, რა ზნეობრივი უფლება გვაქვს, სხვისგან მოვითხოვოთ მისი მოვლა და პატივისცემა?“- ფიქრობენ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203