თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა საკონკურსო ესსე თემაზე - „როგორ გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გამოაცხადა.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, მოსწავლეებმა საღად შეაფასეს შექმნილი მდგომარეობა, ჩამოთვალეს ენის დაბინძურების მიზეზები, დასახეს გზები ენის სიწმინდის დასაცავად:
„ქართული ენის დაცვაში დიდი მისია ეკისრება ახალგაზრდა თაობას. სავანეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლამია გუსეინოვა მოხვდა გამარჯვებულთა რიცხვში, რომელსაც დაეხმარა პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. ეს იყო სკოლისთვის დიდი პატივი, რადგან აზერბაიჯანელმა მოსწავლემ თავისებურ ხედვა წარმოადგინა ენის დაცვაზე. მიგვიწვიეს უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლამია გუსეინოვა დააჯილდოვა სიგელით, მაისურით. წიგნით. დაჯილდოვების შემდეგ, მიწვეულმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნახატები თემაზე; „არა ბარბარიზმი“ და ბუშტების სახით ჰაერში გააფრინეს,“ - დასძინა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები