თსუ-ს მაღლივ კორპუსში ჭერი გამოცდის დროს ჩამოიშალა
14-11-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მაღლივ კორპუსში გამოცდის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი ჩამოიშალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სტუდენტები ავრცელებენ.
თსუ-ს ერთ-ერთ ჯგუფში ანა აბრამიშვილი ჩამოშლილი ჭერის ფოტოს ავრცელებს და წერს: დღეს, გამოცდის დროს 30-33 სექტორში ჩამოვარდა სახურავი და სტუდენტებს დაეცათ თავზე. ჩამოვარდნამდე 1 საათით ადრე ხმა ჰქონდა სახურავი რომ ჩამოიწია, ბავშვებმა დამკვირვებლებს უთხრეს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია...
კარგად რომ გაარემონტეს იმის შედეგია ალბათ
პ. ს ის ბავშვები როგორ ხართ თავზე რომ დაგეცათ?
დამატებითი დეტალების გასარკვევას etaloni.ge თსუ-ს წარმომადგენელთან ცდილობს, და უნივერსიტეტის განმარტებას და პოზიციას მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.