განათლების მინისტრს პარლამენტში 18 ნოემბერს მოუსმენენ
15-11-2022

18 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და განათლების და მეცნიერების მინისტრს მოუსმენენ.

ინტერპელაციის საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანთან საინტერპელაციო დროდ სამი საათი განისაზღვრა.

„სამი ინტერპელაცია უნდა ჩატარდეს, იცით რომ დრო პროპორციულად ნაწილდება. დაახლოებით თითო ინტერპელაცია მაქსიმუმ 3 საათი და 38 წუთი გამოდის შესაბამისი პროპორციული გადანაწილებით და პარასკევი დღე მიეძღვნება ამ ინტერპელაციებს“,- თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი, ილია დარჩიაშვილი და მიხეილ ჩხენკელი საპარლამენტო ოპოზიციამ ინტერპელაციის წესით სექტემბერში დაიბარა, თუმცა საგარეო ვიზიტების გამო, მათი აღნიშნულ ფორმატში მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203