ეს მასწავლებლები საგნის გამოცდას არ ჩააბარებენ და უფროსის სტატუსს მიიღებენ - ცვლილება ზოგადი განათლების კანონში
14-11-2022
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა იმ მასწავლებელთა კატეგორია, ვისაც გამოცდის გარეშე საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება:

„იმ პირს, რომელმაც მოიპოვა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​16“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება“.

26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ​16“ ქვეპუნქტი ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას. მითითებულ რეესტრში სათანადო იურიდიული პირის შეყვანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა დაამტკიცოს იურიდიული პირის იმ იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის კრიტერიუმები, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირისთვის არ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას“, აღნიშნულია ბრძანებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203