როგორ და რა შემთხვევაში უნდა შევაქოთ მოსწავლე? - დადებითი და უარყოფითი შედეგები
15-11-2022

მასწავლებლისგან მოსწავლის შექება ცალსახად დადებითად მოიაზრება, თუმცა თუ შექებას საჭირო დროს და შესაფერისი ფორმით არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, მას უარყოფითი შედეგიც კი მოჰყვეს.

რა შემთხვევაში და როგორ უნდა შევაქოთ მოსწავლე?

  • ეცადეთ, რომ ქება მოსწავლის კონკრეტულ ქმედებას მოჰყვეს, რათა ბავშვი მიხვდეს, რის გამო დაიმსახურა შექება;
  • შეაქეთ მოსწავლე, როდესაც შეამჩნევთ პროგრესს, აღნიშნეთ მისი ახალი მიღწევები, მკაფიოდ გამოხატეთ, თუ რა გააუმჯობესა.
  • დაუკავშირეთ მოსწავლის წარმატება მის მონდომებასა და შესაძლებლობებს. დაარწმუნეთ, რომ ის წარმატებას ყოველთვის მიაღწევს, როდესაც მოინდომებს.

როდის აქვს შექებას საპირისპირო შედეგი?

  • არ შეაქოთ მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო პროცესში არ მონაწილეობდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად ისხდნენ და კლასელებს ხელს არ უშლიდნენ. ასეთ დროს შექებით ისინი იფიქრებენ, რომ საკლასო აქტივობებში მონაწილეობა სულაც არაა აუცილებელი და შექებას მხოლოდ ჩუმად სხდომაშიც დაიმსახურებენ.
  • შექება უნდა იყოს კონკრეტულად მოსწავლის მისამართით, მისი მიღწევის დადასტურება. არ შეადაროთ მოსწავლე სხვას და არ უთხრათ შემდეგი ფრაზები: „ყოჩაღ, შენი მონდომებით ანას (კლასელს) დაეწიე“, „მალე საბას (კლასელს) აჯობებ“ და ა.შ.
  • არ ეცადოთ დანარჩენ მოსწავლეებზე გავლენა მოახდინოთ კლასში რამდენიმე მოსწავლის შექებით, შესაძლოა ამან არათუ წაახალისოს ბავშვები, პირიქით. გარდა ამისა, თავად „წარმატებულმა“ მოსწავლეებმაც შეიძლება თავი უხერხულად იგრძნონ.
  • არ შეაქოთ მოსწავლეები დაუმსახურებლად. მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რის გამო მიიღებენ შექებას.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203