„ენა ერობის ხიდია და კავშირია ძმობისა“ - არაგვის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს
16-04-2018
არაგვის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით - „ენა ერობის ხიდია და კავშირია ძმობისა“ აღნიშნეს.  

ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენის მასწავლებლმა მაია გელაშვილმა გაუწია. 

მეათე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ ლექსები წარმოთქვეს და ქართული დამწერლობისა და 14 აპრილის „დედა ენის დღედ“ დაწესების ისტორიაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს სიმღერები. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.  

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203