პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბლოგების კონკურსს აცხადებს.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბლოგის დაწერისას?
- პირველ რიგში ბლოგის დაწერისას უნდა გახსოვდეთ, რომ არ აცდეთ საკონკურსო თემას;
- ტექსტი მინიმუმს 500 და არაუმეტეს 800 სიტყვას უნდა შეიცავდეს და word-ის ან PDf- ფორმატში იყოს აწყობილი;
- ბლოგი უნდა დაიწეროს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
- ტექსტი უნდა იყოს მარტივი, გამართული და გასაგები;
- მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს;
- თუ ნამუშევარში გამოიყენებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენს პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, უნდა დაიცვათ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები და შესაბამისი ციტირების სტანდარტები.
როდის, სად და როგორ უნდა გადმოვგზავნოთ ბლოგი?
• თქვენი ნაშრომის გადმოგზავნა ჩვენს ელ.ფოსტაზე ( blogs@pdps.ge) ან სოციალური ქსელის მესენჯერშია შესაძლებელი.
• მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სკოლის, კლასის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ნომერი - ამ ინფორმაციას იმისთვის გამოვიყენებთ, რომ თქვენთან კომუნიკაცია შევძლოთ.
• საკონკურსო ნაშრომების დღეიდან, 14-დან -27 ნოემბრის ჩათვლით მივიღებთ. (დაგვიანებული ნამუშევრები არ მიიღება).
როგორ გამოვავლენთ გამარჯვებულ მონაწილეს?
ნამუშევრებს განიხილავს და შეაფასებს სპეციალურად შერჩეული ჟიური;
ნამუშევრები შეფასებისას უპირატესობას იმათ მივანიჭებთ, რომლებიც იქნება:
- წარმოდგენილ თემატიკასთან მეტად შესაბამისი
- შინაარსობრივად მარტივად გადმოცემული
- სტილისტურად გამართული
- ორიგინალური სტილით გადმოცემული
როდის გამოვლინდება გამარჯვებული და რა პრიზები გადაეცემათ?
• 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა, სწორედ ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული ბლოგის ავტორიც;
• გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები.
რა უნდა იცოდე დამატებით?
ის, რომ სამსახური უფლებას იტოვებს:
- არ გამოაქვეყნოს და/ან კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადოს, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი და /ან თემატიკა არ უპასუხებს კონკურსის პირობებს.
- გადაამოწმოს კონკურსში მონაწილე პირი, ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა მასში მონაწილეობის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოაქვეყნოს და/ან გააფორმოს ვიზუალური ელემენტებით, საკუთარი შეხედულებისამებრ. ასევე, ავტორთან კომუნიკაციის და თანხმობის შემდგომ გამოიყენოს სამსახურის სხვა აქტივობებისა და მიზნებისთვის.