ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის მსხვერპლებს თანადგომა გამოუცხადეს
16-04-2018
ქუთაისის N30 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მწვანე სახლის“ მოსწავლეებმა ბულინგის საწინააღმდეგო ვიდეო რგოლი გადაიღეს. 

რგოლით მოსწავლეებმა თანადგომა გამოუცხადეს ბულინგის მსხვერპლებს. 

ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში, ეს არის სკოლა.

არსებობს სამი სახის ბულინგი: სიტყვიერი, ემოციური და ფიზიკური. 

ბულინგი ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. 

იხილეთ ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203