თბილისის N172 საჯარო სკოლაში ხალხური სიტყვიერების კლუბი გაიხსნა
16-04-2018
თბილისის N172 საჯარო სკოლაში ხალხური სიტყვიერების კლუბი გაიხსნა. 

კლუბის მუშაობის ვადა სამი თვეა (მარტი, აპრილი, მაისი). 

კლუბის წევრები შეისწავლიან ხალხური სიტყვიერების ისტორიულ-შემეცნებით და ესთეტიკურ ღირებულებებს, გაეცნობიან ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს და დაახარისხებენ ჟანრების მიხედვით და გამოიმუშავებენ ლიტერატურულ წყაროებთან მუშაობის უნარ- ჩვევებს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კლუბის შექმნა ხალხური შემოქმედების მიმართ მოსწავლეების განსაკუთრებულმა  ინტერესმა გამოიწვია. 

კლუბში 15 მოსწავლეა გაწევრიანებული VII, VIII, IX კლასებიდან. 

„მოსწავლეები შეასრულებენ შემდეგ აქტივობებს: კედლის გაზეთის მომზადება, სტენდის გაკეთება, კონფერენციის ჩატარება, ხალხური სიმღების ჩაწერა და მოსმენა, ხალხური სიტყვიერების საღამოს ორგანიზება და ჩატარება, ექსკურსიის მოწყობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203