შუხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 14 აპრილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით აღნიშნეს
შუხუთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით საღამო მოეწყო. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან (ნარგიზ ორაგველიძე, ირმა ემელიანოვა, ლია აფხაძე, სვეტლანა ჩიჩუა, ზოია ბზეკალავა, მანანა ფირცხალაიშვილი) ერთად, მოაწყვეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე: „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“.
ღონისძიება მუსიკალურად მუსიკის პედაგოგმა ირინა გოგეშვილმა გააფორმა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით ქართული ენის მნიშვნელობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატეს.
დედაენის დღე დამსწრე საზოგადოებას მიულოცა სკოლის დირექტორმა იაკობ ფირცხალაიშვილმაც.
იხილეთ ფოტოები