კანონები და ბრძანებები, რომლის ცოდნაც დირექტორებისთვის სავალდებულოა 
15-11-2022
საჯარო სკოლის დირექტორების მუსრველთა სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. იმისთვის რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი გახდეს პირი, მან ტესტირება უნდა ჩააბაროს და გასაუბრება გაიაროს. ტესტიც წარმატებით ჩასაბარებლად კი  მან კონკრეტული კანონები უნდა იცოდეს.  

etaloni.ge - გთავაზობთ, იმ კანონების, მთავრობის დებულებებისა და ბრძანებების ჩამონათვალს, რომელთა ცოდნაც ტესტის ჩაბარებაში დაგეხმარებათ: 

საქართველოს კონსტიტუცია (თავი მეორე - ადამიანის ძირითადი უფლებები);
 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
საქართველოს კანონი „პერსონალურმონაცემთა დაცვის შესახებ“;
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება;
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება;
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის № 99/ნ ბრძანება (თავი პირველი და მეორე);
„სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანება;
ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება (I-VIII თავი);
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანება;
 „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის №109/ნ ბრძანება;
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანება;
„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანება.

იხილეთ: დირექტორობის გამოცდაზე რეგისტრაცია 24 ოქტომბრიდან დაიწყება - დეტალები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203