დაბა ასპინძის საჯრო სკოლის IVა კლასში ქართული ენაში საინტერესო შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო იაკობ გოგებაშვილის - „თავდადებული მღვდელი თევდორე“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თევდორე მღვდლის თავდადებაზე და სამშობლოსადმი მის უსაზღვრო სიყვარულზე ისაუბრეს.
მასწავლებელმა ლალი პაპიტაშვილმა, მოსწავლეებს გააცნო სამშობლოსათვის დაღუპული თანამედროვე გმირები და წინა საუკუნეების გმირებთან პარალელი გაავლო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა. მისი ერთ-ერთი მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღრმავება.
იხილეთ ფოტოები