გაიცანით ქვიტირის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები
17-04-2018
ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო თამაშ „წიგნების თაროში“ მონაწილეობდნენ. 

X და XI კლასის მოსწავლეებმა თაკო სურგულაძემ, ქრისტინე ჩიტეიშვილმა და ლილე გრიგალაშვილმა პროექტის მეთექვსმეტედფინალში ითამაშეს.  

გოგონების გუნდი თბილისის კერძო სკოლა „პოლიგლოტს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მერვედფინალის საგზური მოიპოვეს.  

სკოლის მე-11 კლასელი თამარ სურგულაძე კი ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდა.  

კონკურსის ფარგლებში 4000-მდე მონაწილიდან 35 ფინალისტი შეირჩა და მათ შორის თამარიც, რომელიც ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ დაჯილდოვდა.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203