ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე ევროკავშირის საგრანტო პროგრამის მონაწილეა
17-04-2018
ჩიბათის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა ფირცხალაიშვილი ევროკავშირის საგრანტო პროგრამის - „Erasmus +“ მონაწილე გახდა.
ამის შესახებ ლუკას დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი (IDC) ჯგუფმა აცნობა. მე-8 კლასის მოსწავლე „Erasmus +“-ის გამოცხადებულ კონკურსში რამდენიმე თვის წინ მონაწილეობდა - შეავსო აპლიკაცია და გასაუბრება გაიარა.
„Erasmus+“ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.