500-ზე მეტი მასწავლებლისთვის ტრენინგები ჩატარდება - დეტალები
16-11-2022

ტრენერთა ინტენსიური ტრენინგების შემდგომ, ეთნიკური უმცირესობების სკოლების დაწყებითი საფეხურის კითხვის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელთა ტრენინგები დაიწყო. ტრენინგებს პროგრამის პარტნიორები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებენ.

ტრენინგებში მონაწილეობას სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურის 500-ზე მეტი მასწავლებელი მიიღებს.

სატრენინგო თემებს შორის განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა განმავითარებელი შეფასების როლსა და მნიშვნელობას ეფექტური და ეფექტიანი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203