საინტერესო აქტივობა გეოგრაფიაში ცოდნის განსამტკიცებლად - საღანძილიის საჯარო სკოლის მაგალითი
17-04-2018
საღანძილიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...“ ჩატარდა. ინტელექტუალური თამაში გეოგრაფიის პედაგოგის ეკა მესხის ინიციატივით გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობდა ორი გუნდი „კლდის ვეფხვი" - კაპიტანი - დავით კამკამიძე და „ალპინისტები" - კაპიტანი - ქრისტინე ტაბატაძე.
გუნდის კაპიტნებმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს თავიანთი გუნდების სახელწოდებების მნიშვნელობა.
გუნდები ძირითადად დაკომპლექტდა VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებით.
კონკურსი მოიცავდა ოთხ ეტაპს: I-II ეტაპები:10-10 კითხვა გუნდებისათვის, III ეტაპი კონტურულ რუკაზე მუშაობა, IV ეტაპი კაპიტნების კონკურსი.
ეკა მესხის თქმით, კითხვები გუნდებისათვის მიზანმიმართულად და საინტერესოდ იყო შედგენილი. კონკურსის მესამე ეტაპმა, კონტურულ რუკაზე მუშაობამაც, ძალზე ნაყოფიერად ჩაიარა: „გუნდებს უნდა დაეტანათ კუნტურულ რუკაზე ის გეოგრაფიული ობიექტები, რომლებიც გამორჩეულია მსოფლიოში თავისი მასშტაბურობით (სიმაღლე, სიღრმე, სიგრძე და ა.შ.). დიდი ინტერესი გამოიწვია კაპიტნების კონკურსმაც. გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „კლდის ვეფხვი“ (კაპიტანი დავით კამკამიძე). მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებითა და საჩუქრებით. კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდა სკოლის პედაგოგიური კოლექტივით: წევრები ნაილი კამკამიძე და დარეჯან გაბუნია, კომისის თავმჯდომარე ლელა ხელაშვილი.“