ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა
17-04-2018
ჩიბათის საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება - „მრავალჟამიერ გუგუნებდეს სიტყვა ქართული“ გაიმართა. ზეიმში V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის ისტორია გაიხსენეს და მშობლიურ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა.
ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის წრემ, ნატო ჩიჩუას ხელმძღვანელობით, გაუწია. იხილეთ ფოტოები